დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას და შპს „ენერგო-არაგვს“ შორის 2007 წლის 4 სექტემბერს დადებულ მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 657 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 21/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №657
2013 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას და შპს „ენერგო-არაგვს“ შორის 2007 წლის 4 სექტემბერს დადებულ მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერგო-არაგვს“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი 2007 წლის 4 სექტემბერს დადებულ მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კ. კალაძემ.
3. ამ განკარგულების მეორე პუნქტში მითითებული შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სახელით შესაბამისი ქმედებების (მათ შორის, საბანკო გარანტიის თანხის 1 000 000.00 აშშ დოლარიდან 140 000.00 აშშ დოლარამდე შემცირებისათვის შესაბამის ბანკში წარსადგენ წერილზე ხელმოწერა) განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კ. კალაძეს.
პრემიერ‑მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები