სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 326
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 25/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
326
25/04/2013
გამოუქვეყნებელი, 25/04/2013
000000000.00.00.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 326

2013 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი  ქონების ხონის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

 1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა  ნუსხის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის  8 აგვისტოს №687 ბრძანებულებით  დამტკიცებული ნუსხის თანა­­ხმად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვი­თა­რების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვ­ნული სააგენტოს გადაწყვეტილება (2013 წლის 5 აპრილის N5/7953)  სახე­ლმწიფო საკუთრებაში არსებული, დანართში მითითებული უძრავი ქონე­ბის ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

2.   საქართველოს  ეკონომიკისა  და  მდგრადი  განვითარების სამინი­სტ­­­როს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების  ეროვნულმა  საა­გენტომ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს  კანონმ­დე­ბ­ლობით გათვალისწინებული  ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                            ბ. ივანიშვილი

 

დანართი

 

 

მისამართი

არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი  კვ.მ

საკადასტრო კოდი №

1

 ქ. ხონი,  სოლომონ მეორის ქუჩა

3

37.07.36.036

2

ქ. ხონი,   პ. კაკაბაძის  ქუჩა

3

37.07.38.316

3

ქ. ხონი,   ჭანტურიას ქუჩა

3

37.07.38.313

4

ქ. ხონი,    კაკაბაძის  ქუჩა

60

37.07.38.314

5

 ქ. ხონი,   ჭანტურიას ქუჩა

47

37.07.38.315.