მეორადი და ადგილობრივი გზების პროექტის დაფინანსებისათვის საერთაშორისო რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (IBRD) 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სახელმწიფო სესხის ფინანსური პირობების შესახებ

  • Word
მეორადი და ადგილობრივი გზების პროექტის დაფინანსებისათვის საერთაშორისო რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (IBRD) 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სახელმწიფო სესხის ფინანსური პირობების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 10/02/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
61
10/02/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 10/02/2009
000000000.00(0).000.000000
მეორადი და ადგილობრივი გზების პროექტის დაფინანსებისათვის საერთაშორისო რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (IBRD) 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სახელმწიფო სესხის ფინანსური პირობების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №61

2009 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

მეორადი და ადგილობრივი გზების პროექტის დაფინანსებისათვის საერთაშორისო რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (IBRD) 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სახელმწიფო სესხის ფინანსური პირობების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება მეორადი და ადგილობრივი გზების პროექტის დაფინანსებისათვის საერთაშორისო რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (IBRD) მისაღები სახელმწიფო სესხის შესახებ.

2. ზემოაღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს IBRD-დან სესხის მოთხოვნა შემდეგი ფინანსური პირობებით:

 

საპროცენტო განაკვეთის ტიპი

Libor-ზე დაფუძნებული ცვალებადი განაკვეთი

საპროცენტო განაკვეთის მარჟა

ცვალებადი (VSL)

სესხის ვალუტა

აშშ დოლარი

სესხის ხანგრძლივობა

30 წელი

მათ შორის შეღავათიანი პერიოდი

5 წელი

ამორტიზაციის გრაფიკი

ძირითადი თანხის ყოველწლიური თანაბარი ამორტიზაცია

ამორტიზაციის მექანიზმი

სესხის მთლიან თანხაზე მიბმული ამორტიზაცია (commitnent based repayment shedule)

ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო

0.25% სესხის მთლიან თანხაზე

კონვერსიისა და ჰეჯირების ინსტრუმენტები

გათვალისწინებულ იქნეს სასესხო ხელშეკრულებაში.

 

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური