საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 556
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 11/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
556
11/06/2013
გამოუქვეყნებელი, 11/06/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 556

2013 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი      

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. თეთნულდის სათხილამურო კომპლექსის მშენებლობის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე არაგაბარიტული ტვირთის შემოსვლისა და თეთნულდის სათხილამურო კომპლექსის მიმართულებით შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) 2013 წელს უზრუნველყოს:

ა) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 68ე კმზე გზის სავალი ნაწილის გაფართოებისა და ამავე გზის 75ე კმზე არსებულ გვირაბებში გაბარიტების გაზრდის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა;

ბ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული წესით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, პროექტირების პარალელურ რეჟიმში.

2. დეპარტამენტმა ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან .

 3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულებით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებით საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას დეპარტამენტი განახორციელებს შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                              ბიძინა ივანიშვილი