საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ

  • Word
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 605
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 21/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
605
21/06/2013
გამოუქვეყნებელი, 21/06/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №605

2013 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვი განხორციელების შესახებ

 ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიეცეს უფლება განახორციელოს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სარგებლობაში არსებული ამორტიზებული შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების (მდებარე, თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6) შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, იმ მიმწოდებლისგან, რომელიც გამარჯვებულად გამოვლინდება, „ევროკავშირსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სურსათის ეროვნული სააგენტოს შორის ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერასთან დაკავშირებით გასაფორმებელი საგრანტო შეთანხმების პროექტის მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის 1411 განკარგულებით მოწონებული ევროკავშირთან გაფორმებული ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერასთან დაკავშირებული NENPI/2012/293-235 საგრანტო შეთანხმებით დადგენილი შესყიდვების პროცედურების დაცვით ზემოაღნიშნული სამუშაოს შესყიდვისათვის ჩატარებულ ტენდერში.

 

პრემიერ-მინისტრი                            ბიძინა ივანიშვილი