საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 602
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 21/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
602
21/06/2013
გამოუქვეყნებელი, 21/06/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №602

2013 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომისაჩხერეჭიათურაზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ45 ცალკეული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოების, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონიბაღდათის საავტომობილო გზის კმ 11‑კმ18.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით , საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 8 000 000 (რვა მილიონი ) ლარი.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2013-2014 წლებში უზრუნველყოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი‑საჩხერე‑ჭიათურა‑ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ45 ცალკეული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოების, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი‑ბაღდათის საავტომობილო გზის კმ11–კმ18.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს გაითვალისწინონ ამ განკარგულებით განსაზღვრული, 2014 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს მიმდინარე წელს შესყიდული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                           ბიძინა ივანიშვილი