შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 599
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 21/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
599
21/06/2013
გამოუქვეყნებელი, 21/06/2013
000000000.00(0).000.000000
შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 599

2013 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

       1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 ივ­ნისის 554 განკარგულების საფუძველზე შპს „ინფრასტრუქტურის გან­ვი­თარების კომპანიასა“ და შპს „არტესს“ შორის გასაფორმებელი „ქ. თბი­ლისში, ათონელის ქ. 25-ში არსებული ადმინისტრაციული შენობის სა­მ­შენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირე­ბ­ით“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების და „მხარეთა სახე­ლ­შე­კრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგე­ბის განსაზღვრის თაობაზე“ შეთანხმების პროექტები.

       2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის 09‑ს განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და შპს „არტესს“ შორის 2012 წლის 15 თებერ­ვალს გაფორმებული 2-ს ხელშეკრულების ფარგლებში შპს „არტესის“ მიერ სამუშაოების განხორციელების მიზნით მიღებულ თანხასა და 2-ს ხელშეკრულების ფარგლებში „დამკვეთის“ მიერ დადასტურებული შეს­რუ­­ლე­ბული სამუშაოების ღირებულებების სხვაობა შეადგენს 13 479 598 (ცამე­ტი მილიონ ოთხას სამოცდაცხრამეტი ათას ხუთას ოთხმოცდათვრა­მეტი) ლარს და წარმოადგენს შპს „არტესის“ მიერ მიღებულ ავანსის ოდენობას, რომელიც შემდგომში დაზუსტდება 2-ს ხელშეკრულების ფარგლებში შპს „არტესის“ მიერ შესრულებული სამუშაოების საბოლოო ღირებუ­ლების დადგენის შემდეგ.

       3. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის 9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხ­ლის მე-7 და მე-12 პუნქტების საფუძველზე, შპს „ინფრასტრუქტურის გან­ვითარების კომპანიასა“ და შპს „არტესს“ შორის გასაფორმებელი „ქ. თბილისში, ათონელის ქ. 25-ში არსებული ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირე­ბით“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მიმართ არ გავ­რ­ცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნ­ქ­ტით დადგენილი მოთხოვნები ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვა­ლისწინებული და საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და შპს „არტ­ესს“ შორის 2012 წლის 15 თებერვალს გაფორმებული 2-ს ხელშეკრუ­ლების ფარგლებში შპს „არტესის“ მიერ მიღებული ავანსის ნაწილში.

       4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით და ამ განკარგულების პირველი პუნქტით გასა­ფორმებელი ხელშეკრულებითა და შეთანხმებით შესასრულებელი ვალდებულებების შპს „არტესის“ მიერ სრულყოფილად განხორციე­ლე­ბის შემთხვევაში შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიას“ მიე­ნიჭოს უფლებამოსილება არ გამოიყენოს საქართველოს მთავრობის კან­ცე­ლარიასა და შპს „არტესს“ შორის 2012 წლის 15 თებერვალს გაფორმე­ბული 2-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შე­უსრულებლობით, მათ შორის, სამუშაოების შესრულების ვადის დარ­ღვე­ვით გამოწვეული ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

 

პრემიერ-მინისტრი                                ბიძინა ივანიშვილი