დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 590 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 21/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №590
2013 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №12 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები
| N | სტრუქტურა, თანამდებობა | რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო ერთ ერთეულზე |
| 1 | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი | 1 | 3540 |
| 2 | საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე | 1 | 2950 |
| 3 | საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში | 2 | 1500 |
| 4 | დეპარტამენტის უფროსი | 3 | 2100 |
| 5 | დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 1 | 1550 |
| 6 | სამმართველოს უფროსი | 4 | 1500 |
| 7 | მთავარი მრჩეველი | 10 | 1200 |
| 8 | მრჩეველი | 2 | 1000 |
| 9 | საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე |
1 | 1800 |
| 10 | მთავარი ბუღალტერი | 1 | 1500 |
| 11 | საქმეთა მმართველი | 1 | 1500 |
| 12 | საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე | 1 | 1200 |
| 13 | საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე | 1 | 1000 |
| 14 | საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრატორი | 1 | 1500 |
|
| სულ | 30.“. |
|
2. განკარგულება ძალაშია 2013 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები