დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 586 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 21/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №586
2013 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ
1. ნება დაერთოს ს აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი 34 02 02) მიმართოს 12 13 6 (თორმეტი ათას ას ოცდათექვსმეტი) ლარი ქ. თბილისში, გ. ბერიაშვილის ქ. №6-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მთლიანი ღირებულების თანადაფინანსების მიზნით, საიდანაც:
ა) 2 57 6 (ორი ათას ხუთას სამოცდათექვსმეტი) ლარი მიმართოს შენობის I და II სადარბაზოების შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულების 30%-ის ანაზღაურ -ებისათვის;
ბ) 9 560 (ცხრა ათას ხუთას სამოცი) ლარი მიმართოს შენობის ბრტყელი სახურავის შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულების 25%-ის ანაზღაურებისათვის.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორ-ციელოს გამარტივებული შესყიდვით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები