დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| განჩინება შპს „დარიალი 2007“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/7448-12 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 22/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე № 2/ 7448-12
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევისშესახებ
201 4 წლი ს 22 იანვარი
ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლებესიკ სისვაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „დარიალი 2007”-ის (ს/კ 200236510) კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს ”დარიალი 2007”-ის გაკოტრების მმართველმა შპს „Eurocon”-მა (ს/კ 404908481; დირექტორი ლევან აფციაური) და ითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: 1. კრედიტორთათვის გაკოტრების მმართველის მიერ გაწეული საქმიანობის, მათ შორის აუქციონის შედეგების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება; 2. დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა განხილვა; 3. კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის დაზუსტება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე, 29-ე და 30-ე მუხლების თანახმად, გაკოტრების მმართველის მიერ დასახელებულ საკითხთა გადაწყვეტა ხდება კრედიტორთა კრებაზე. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კრედიტორთა კრების მოწვევას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 29-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.
მოწვეულ იქნეს შპს „დარიალი 2007”-ის (ს/კ 200236510) კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: ა) კრედიტორთათვის გაკოტრების მმართველის მიერ გაწეული საქმიანობის, მათ შორის აუქციონის შედეგების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება; ბ) დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა განხილვა;
გ) კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის დაზუსტება.
2. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2014 წლის 19 თებერვალი, 10 (ათი) საათი, თბილისის საქალაქო სასამართლო მდებარე მისამართზე - ქ. თბილისში, დავით აღმაშენებელის ხეივნის მე-12 კილომეტრი №6, სასამართლო სხდომის დარბაზი №23.
3. შპს „დარიალი 2007”-ის გაკოტრების მმართველს – შპს „Eurocon”-ს დაევალოს კრედიტორებისათვის და მოვალისათვის კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინებათა დაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე გამოქვეყნება. ხსენებულ ვებგვერდეზე განჩინება უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2014 წლის 7 თებერვლისა. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც.
4. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გაცნობიდან ან გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები