დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, Kolin Construction, Tourism, Industry and Trading Co, INC-ს, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის 15 აგვისტოს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 15/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 34
2013 წლის 1 5 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, Kolin Construction, Tourism, Industry and Trading Co, INC-ს, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის 15 აგვისტოს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად KLG LLC-ს წინადადება 2011 წლის 15 აგვისტოს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, Kolin Construction, Tourism, Industry and Trading Co, INC-ს, KLG LLC-ს, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად , შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები