2013 წელს საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე

  • Word
2013 წელს საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 324
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 18/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
324
18/04/2013
გამოუქვეყნებელი, 18/04/2013
000000000.00.00.000000
2013 წელს საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება №324

2013 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

2013 წელს  საბეჭდი ქაღალდის  სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე

2013 წელს (2013 წლის თებერვალი, მარტი, აპრილი) საბეჭდი ქა­ღალდის  სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული უმაღლესი ხა­რისხის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ( CON13000000 9) და პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდი­რებული ტენდერის ( CON1300000 1 0 ) დადებითი შედეგების გათვალისწი­ნებით:

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხ­ლის შესაბამისად, 2013 წლის 1 მაისიდან 2014 წლის 1 იანვრამდე საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერები.

2. სსიპ ‑ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზ­რუნველყოს 2013 წლის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და კონსოლი­დი­რებული ტენდერების ჩატარებისათვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი სამართლებრივი და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

3. დამტკიცდეს თანდართული 2013 წლის საბეჭდი ქაღალდის კონ­სოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქ­მიანობის წესი.

4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბეჭდი ქაღალდის კონსოლი­დი­რებულ ტენდერებში სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური  შეადგენს 200 ლარს.

 

პრემიერ‑მინისტრი                                                            ბ . ივანიშვილი

 

 

2013 წლის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი

 

1. 2013 წლის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების მიზნით შეიქმნას საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია (შემდგომში ‑ სატენდერო კომისია).

2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში  შედიან:

 

ირაკლი ქარსელაძ ე

–

საქართველოს მთავრობის კანცელარიის  ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე

ტატო ურჯუმელაშვილი

–

სსიპ ‑ კონკურენციისა და სახელმწიფო

შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი

დიმიტრი ქუმსიშვილი

–

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი

გიორგი თაბუაშვილი

–

საქართველოს ფინანსთა  მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი

დავით ხუციშვილი

–

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო‑ სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორი,  სატენდერო კომისიის წევრი.

3. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ‑ თავმჯდომარის და­ვა­ლებით სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი.

4. სატენდერო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სატენდერო კომისიის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ.

5. სატენდერო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება სა­ტენ­დერო კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თა­ნაბ­რად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავ­მჯ­დომარის ხმა.

6. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თა­ვისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვე­ტილებას.

7. სატენდერო კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვე­ტი­ლება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სატენდერო კომისიის  ყვე­ლა დამსწრე წევრი.

8. სატენდერო კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველ­ყოფს სსიპ ‑ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.