,,ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ივლისის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 109
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 10/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.017728
109
27/01/2014
ვებგვერდი, 28/01/2014
010220000.10.003.017728
,,ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ივლისის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №109

2014 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

,,ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ივლისის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ივლისის №169 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/07/2013, 010220000.10.003.017336) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, შეიქმნას ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში - საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

- საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - საბჭოს თანათავმჯდომარე

- საქართველოს მთავრობის კანცელარიის წარმომადგენელი - საბჭოს თანათავმჯდომარე

- საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

- საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე

- ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

- დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

- საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე

- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრის მოადგილე

- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

- საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე/მოადგილე

- საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე/მოადგილე

- საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე/მოადგილე

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

- საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი