არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს ფარიკაობის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს ფარიკაობის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 11/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
26
11/01/2013
გამოუქვეყნებელი, 11/01/2013
000000000.00(0).000.000000
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს ფარიკაობის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 26

2013 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს ფარიკაობის ფედერაციისა თვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად , მიეცეს თანხმობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ა(ა)იპ - საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას (საიდენტიფიკაციო კოდი №204892474) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 49 წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირი №49ბ-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 791.44 კვ.მ. ფართობი (ფარიკაობის დარბაზი (მშენებარე)) და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.14.07.008.017.02.503);

2. სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ა(ა)იპ – საქართველოს ფარიკაობის ფედერაციასთან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი                      ბ . ივანიშვილი