დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 108 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010040000.10.003.017727 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში (სსმ, 2008) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა გაიცემა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით.“. 2. 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ ყოველ საქმიანობას შეისწავლის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, განსახორციელებელი საქმიანობიდან გამომდინარე, შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან ერთად.“.
3. 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „32. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და 31 პუნქტში აღნიშნული შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი საქმიანობის მოწონება, რაც ფორმდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით, წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღნიშნული პროექტის განხორციელების საფუძველს.“. 4. 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „33. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გამცემი მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი საქმიანობების შესახებ ინფორმაციას წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები