საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 140120000.10.003.017725
106
27/01/2014
ვებგვერდი, 28/01/2014
140120000.10.003.017725
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №106

2014 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამ­სა­­ხურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შე­საბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგა­მო­ძი­ებო სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების  ნუსხა, თანდართული დანართის შე­საბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის

შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო

მასალების ნუსხა


1. ცეცხლსასროლი იარაღი:

ა) პისტოლეტი, რევოლვერი;

ბ) პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი;

გ) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;

დ) ხელის ტყვიამფრქვევი;

ე) ტყვიამფრქვევი;

ვ) შაშხანა;

ზ) სნაიპერული შაშხანა;

თ) ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი;

ი)  ყუმბარმტყორცნი.

 

2. საბრძოლო მასალები:

ა) პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ცეცხლსასროლი იარაღე­ბი­სათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა;

ბ) ხელყუმბარა.