დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2009 წლის 12 ნოემბრის სასესხო ხელშეკრულებაში (კახეთის რეგიონალური გზების გაუმჯობესების პროექტი) ცვლილებების შეტანის შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად გ.ჯავახიშვილის დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 87 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016516 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №87
2014 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2009 წლის 12 ნოემბრის სასესხო ხელშეკრულებაში (კახეთის რეგიონალური გზების გაუმჯობესების პროექტი) ცვლილებების შეტანის შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად გ. ჯავახიშვილის დანიშვნის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 და მე-2 პუნქტებისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს 2013 წლის 13 დეკემბერს ხელმოწერილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2009 წლის 12 ნოემბრის სასესხო ხელშეკრულებაში (კახეთის რეგიონალური გზების გაუმჯობესების პროექტი) ცვლილებების შეტანის შესახებ“ შეთანხმება.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებაზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები