დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 3)“ სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და გ. ჯავახიშვილის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 86 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016517 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №86
2014 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 3)“ სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და გ. ჯავახიშვილის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 და მე-2 პუნქტების და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს 2013 წლის 19 დეკემბერს ხელმოწერილი “საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 3)“ სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები).
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილი ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ხელშეკრულებაზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები