ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016520
  • Word
81
22/01/2014
ვებგვერდი, 29/01/2014
000000000.00.003.016520
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №81

 2014 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული , რომ:

ა) 2013 წლის ციტრუსის სეზონის მოსავლის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობის და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებულია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის 2174 განკარგულებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გამოეყო 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარი;

ბ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის 2174 განკარგულებით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში მიეცა უფლება, ციტრუსის მოსავლის აღების ხელშეწყობის ღონისძიებები განახორციელოს როგორც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალ, ასევე, სხვა ციტრუსის მწარმოებელ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში.

2. ციტრუსის მწარმოებელ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, გარდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალი თვითმმართველი ერთეულებისა, მიეცეთ უფლება „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის 2174 განკარგულებით გამოყოფილი 12 000 000 ლარიდან მიღებული თანხის ფარგლებში, არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირებისათვის მიმართონ 0.1 ლარი ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოში ჩაბარებულ ყოველ 1 კილოგრამ ციტრუსზე.

 

პრემიერ -მინისტრი                       ირაკლი ღარიბაშვილი