სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 513
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 30/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
513
30/05/2013
გამოუქვეყნებელი, 30/05/2013
000000000.00.00.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №513

2013 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს 687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (21.05.2013. 5/12925) მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონების მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პრემიერ -მინისტრი                                                                                            . ივანიშვილი

 

დანართი

 

#

მისამართი

შენობა-ნაგებობა

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი

1

მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფ. მულახი, (ყოფილი საკრებ. ადმინ. შენობა)

№1, განაშენიანების ფართით - 644 კვ.მ.

644 კვ.მ.

42.05.34.003

2

მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფ. წვირმი, ადმინისტრაციული შენობა

№1, განაშენიანების ფართით - 280 კვ.მ.

1488 კვ.მ.

42.03.03.709