„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 დეკემბრის №2063 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 დეკემბრის №2063 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 11/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
15
11/01/2013
გამოუქვეყნებელი, 11/01/2013
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 დეკემბრის №2063 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 15

2013 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 დეკემბრის 2063 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 დეკემბრის 2063 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. განკარგულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2012 წლის ციტრუსის სეზონის მოსავლის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობის და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:“.

2. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მიეცეს უფლება განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში ციტრუსის მოსავლის აღების ხელშეწყობის ღონისძიებები განახორციელოს როგორც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალ, ასევე სხვა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში და ამ მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული თანხები გადაურიცხოს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს.“.

პრემიერ -მინისტრი            . ივანიშვილი