დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 11/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 14
2013 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23 -ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23 -ე მუხლის მე -7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიაზე არ გავრცელდეს ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23 -ე მუხლის პირველი და მე -2 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ 2013 წლისათვის საქართველოს მთავრობის კანცელარიის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 10 ერთეულით, ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურების ზედა ზღვარი – არაუმეტეს 5000 ლარით.
2. განკარგულება ძალაშია 2013 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ -მინისტრი ბ . ივანიშვილ ი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები