საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • Word
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 11/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
13
11/01/2013
გამოუქვეყნებელი, 11/01/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 13

2013 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემ ისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მიმართ დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და მიეცეს თანხმობა, რომ 2013 წლისათვის:

ა) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 82 ერთეულით, მათ შორის : ცენტრალურ აპარატში არაუმეტეს 12 ერთეულით, ხოლო პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურში არაუმეტეს 70 ერთეულით . ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცებისას საშტატო რიცხოვნობა შემცირდეს 43 ერთეულით, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ასახოს „ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში“ პროგრამისათვის გათვალისწინებული მომუშავეთა რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების მუხლის ასიგნებების შესაბამისი ცვლილება ;

) სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა და შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 50 ერთეულით, ხოლო საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა - შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის არაუმეტეს 40 %-ით, საკუთარი შემოსავლების ხარჯზე;

) სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 140 ერთეულით ;

) სსიპ - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება ერთდროულად გააფორმოს არაუმეტეს 4 1 შტატგარეშე  მომუშავესთან.

2 . ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                             . ივანიშვილი