დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საჭირო სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით საკოორდინაციო მექანიზმისათვის (გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), პროექტი „დიალოგი“) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბალანსზე რიცხული ფარმაცევტული პროდუქტისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 11/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 11
2013 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საჭირო სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით საკოორდინაციო მექანიზმისათვის (გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), პროექტი „დიალოგი“) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბალანსზე რიცხული ფარმაცევტული პროდუქტისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების გადაცემის შესახებ
1. „სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №107 განკარგულებით დამტკიცებული №1 დანართის IV თავის (სტრატეგიის მიზნები) მე-4 პუნქტისა და „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №885 განკარგულებით დამტკიცებული №1 დანართის (ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა) IV თავის (ჩართულობის ინსტრუმენტები) პირველი პუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შუამდგომლობის საფუძველზე, გადაეცეს საკოორდინაციო მექანიზმს (გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), პროექტი „დიალოგი“) 2013 წლის განმავლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბალანსზე რიცხული ფარმაცევტული პროდუქტი (კერძოდ, წამალი, ვაქცინა და ა.შ.) და სამედიცინო დანიშნულების საგნები.
2. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შუამდგომლობის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ან მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა უზრუნველყოს საკოორდინაციო მექანიზმისათვის (გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), პროექტი „დიალოგი“) 2013 წლის განმავლობაში ამ განკარგულებით გათვალისწინებული შესაბამისი საქონლის გადაცემა.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები