დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ვ. პეტრიაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 248 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 23/05/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №248
2007 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
ვ. პეტრიაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვაჟა პეტრიაშვილი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები