„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/01/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 21/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.114.016186
5
24/01/2014
ვებგვერდი, 31/01/2014
190020020.35.114.016186
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2014 წლის 24 იანვარი

დ. ჩოხატაური

 

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის 32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის  №32 დადგენილებაში  (სსმ, 30.12.2013) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:


მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისა და ქ. თბილისში  1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად მოწამლული პირებისადმი ერთჯერადი დახმარება.
მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ახალშობილებს,რომლის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ან ორივე მშობლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტია  და ბავშვის დაბადების მომენტში მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-მდე, გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება.“.
მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტში რიცხვი და სიტყვა „5000 (ხუთი ათასი)“  შეიცვალოს რიცხვით და სიტყვით“ 15000 (თხუთმეტი ათასი)“.
მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „1. მძიმე ეკონომიურ პირობებში მყოფ ოჯახებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-მდე გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში (უბედური შემთხვევა, მძიმე ავადმყოფი  და სხვადასხვა მიზეზების გამო არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში) სარეიტინგო ქულის გარეშე“.
მუხლი 5
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „4. მძიმე ეკონომიურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.
მუხლი 6
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლის პირველი პუნქტში სიტყვა „მისაღებად“ შეიცვალოს სიტყვით „დასანიშნად“.
მუხლი 7
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბენეფიციარები, რომლებიც სარგებლობენ მე-12 მუხლით გათვალისწინებული დახმარებით,მათზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნა არ ვრცელდება.“
მუხლი 8
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლის  მე-3 პუნქტში სიტყვა „მისაღებად“ შეიცვალოს სიტყვით „დასანიშნად“.
მუხლი 9
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლის  მე-3 პუნქტში სიტყვა „საკრებულოში“ შეიცვალოს სიტყვით „გამგეობაში“.
მუხლი 10
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ბენეფიციარები, რომლებიც სარგებლობენ მე-14 მუხლით გათვალისწინებული დახმარებით, მათზე ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნა არ ვრცელდება.“
მუხლი 11
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლის სათაურში რიცხვი „70001“ შეიცვალოს  რიცხვით ,,0“.
მუხლი 12
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში  რიცხვი „70001“ შეიცვალოს  რიცხვით ,,0“.
მუხლი 13
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის სათაურში რიცხვი „57001“ შეიცვალოს  რიცხვით ,,0“.
მუხლი 14
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის პირველ პუნქტში რიცხვი „57001“ შეიცვალოს  რიცხვით ,,0“.
მუხლი 15
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტში რიცხვი და სიტყვა „150 (ასორმოცდაათი)“ შეიცვალოს რიცხვით და სიტყვით „300 (სამასი)“.
მუხლი 16
დადგენილებით დამტკიცებული დანართის 21-ე მუხლის  მე-2 პუნქტში სიტყვა „მისაღებად“ შეიცვალოს სიტყვით „დასანიშნად“.
მუხლი 17
დადგენილებით დამტკიცებული დანართის  21-ე მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბენეფიციარები, რომლებიც სარგებლობენ 21-ე მუხლით გათვალისწინებული დახმარებით, მათზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნა არ ვრცელდება.“
მუხლი 18
დადგენილებით დამტკიცებული დანართის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ“.
მუხლი 19
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე