მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების მინერალური სასუქით (ამონიუმის გვარჯილა) უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების მინერალური სასუქით (ამონიუმის გვარჯილა) უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/01/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 30/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
52
30/01/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 30/01/2009
000000000.00(0).000.000000
მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების მინერალური სასუქით (ამონიუმის გვარჯილა) უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №52

2009 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების მინერალური სასუქით (ამონიუმის გვარჯილა) უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 1. საგაზაფხულო სამუშაოების ეფექტიანად შესრულების მიზნით:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ:

ა) პროგრამა „მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების მინერალური სასუქით (ამონიუმის გვარჯილა) უზრუნველყოფის ღონისძიებების“ (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში უზრუნველყოს მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები თითოეული ოჯახისათვის 50 კგ მინერალური სასუქის შესყიდვა და რეგიონებში მისი რკინიგზით ტრანსპორტირება;

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით მინერალური სასუქის შესყიდვის, ტრანსპორტირების, აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირების უზრუნველსაყოფად საინფორმაციო კლიპების დამზადება-განთავსების მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;

გ) „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან პროგრამმის დასაფინანსებლად მიმართოს 7 150 000 (შვიდი მილიონ ას ორმოცდაათი ათასი) ლარი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:

ა) „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან პროგრამის დასაფინანსებლად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოუყოს 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარი;

ბ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციასა და კვარტალურ განწერაში.

3. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ რეგიონებში მიწოდებული მინერალური სასუქის თითოეული ოჯახისათვის გადაცემა.

მუხლი 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პირველი ვიცე-პრემიერის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                ნ. გილაური