საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/01/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 20/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
35
20/01/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 20/01/2009
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №35

2009 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს მათ შემადგენლობაში არსებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად გამოუყოს 19 998 876 (ცხრამეტი მილიონ ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი ათას რვაას სამოცდათექვსმეტი) ლარი ამ განკარგულების დანართის შესაბამისად.

2. მუნიციპალიტეტების გამგეობებმა უზრუნველყონ პირველი პუნქტის მიხედვით გამოყოფილი თანხის წარმართვა გამგეობების რწმუნებულების მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციის ან/და კეთილმოწყობის პირველი რიგის სამუშაოების დასაფინანსებლად. აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია გამოყოფილი თანხის გაერთიანება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ დასახლებათა საერთო ინტერესების შესაბამისად.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეგიონული მართვის საკითხებში დ. ტყეშელაშვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                   გ. მგალობლიშვილი

 

 

დანართი

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

235 858

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

176 396

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

445 909

ახალციხის მუნიციპალიტეტი

268 151

ასპინძის მუნიციპალიტეტი

112 068

ადიგენის მუნიციპალიტეტი

258 961

გორის მუნიციპალიტეტი

715 508

ქარელის მუნიციპალიტეტი

388 919

კასპის მუნიციპალიტეტი

368 710

ხაშურის მუნიციპალიტეტი

361 520

დუშეთის მუნიციპალიტეტი

599 466

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

79 390

მცხეთის მუნიციპალიტეტი

357 802

თიანეთის მუნიციპალიტეტი

201 847

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

476 903

წალკის  მუნიციპალიტეტი

219 723

დმანისის  მუნიციპალიტეტი

266 220

გარდაბნის  მუნიციპალიტეტი

681 771

მარნეულის  მუნიციპალიტეტი

781 322

თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტი

271 595

ახმეტის  მუნიციპალიტეტი

300 829

დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტი

179 086

გურჯაანის  მუნიციპალიტეტი

435 216

ყვარლის  მუნიციპალიტეტი

223 309

ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტი

421 991

საგარეჯოს  მუნიციპალიტეტი

380 359

სიღნაღის  მუნიციპალიტეტი

278 651

თელავის  მუნიციპალიტეტი

346 177

ბაღდათის  მუნიციპალიტეტი

196 418

წყალტუბოს  მუნიციპალიტეტი

419 480

ჭიათურის  მუნიციპალიტეტი

401 409

საჩხერის  მუნიციპალიტეტი

382 494

სამტრედიის  მუნიციპალიტეტი

292 943

თერჯოლის  მუნიციპალიტეტი

327 957

ტყიბულის  მუნიციპალიტეტი

185 794

ვანის  მუნიციპალიტეტი

266 339

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტი

340 221

ხონის მუნიციპალიტეტი

204 989

ზესტაფონის  მუნიციპალიტეტი

445 282

ამბროლაურის  მუნიციპალიტეტი

224 349

ცაგერის  მუნიციპალიტეტი

228 856

ლენტეხის  მუნიციპალიტეტი

157 274

ონის  მუნიციპალიტეტი

126 756

ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტი

254 308

ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტი

320 125

ოზურგეთის  მუნიციპალიტეტი

547 574

აბაშის  მუნიციპალიტეტი

219 462

წალენჯიხის  მუნიციპალიტეტი

282 372

ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტი

194 040

მარტვილის  მუნიციპალიტეტი

443 789

მესტიის  მუნიციპალიტეტი

261 643

სენაკის  მუნიციპალიტეტი

263 489

ხობის  მუნიციპალიტეტი

337 308

ზუგდიდის  მუნიციპალიტეტი

676 614

ქედას  მუნიციპალიტეტი

255 539

ქობულეთის  მუნიციპალიტეტი

534 830

შუახევის მუნიციპალიტეტი

282 380

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

681 382

ხულოს მუნიციპალიტეტი

409 805

              სულ

19 998 876