დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და კომპანია ,,tramex international inc.“-ის წილის მფლობელებს იოანის კარდასოპოლუსსა და რონი ფუქსს შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 23 დეკემბრის №901 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 20/01/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №31
2009 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და კომპანია ,,tramex international inc.“-ის წილის მფლობელებს იოანის კარდასოპოლუსსა და რონი ფუქსს შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 23 დეკემბრის №901 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოსა და კომპანია „tramex international inc.“-ის წილის მფლობელებს იოანის კარდასოპოლუსსა და რონი ფუქსს შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 23 დეკემბრის №901 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოსა და კომპანია ,,tramex international inc.“-ის წილის მფლობელების იოანის კარდასოპოლუსისა და რონი ფუქსის წარმომადგენელ იურიდიულ კომპანია „shkadden, arps, slate, meagher & flom (UK) LLP “-ს შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ფინანსური უზრუნველყოფისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, გამოუყოს შესაბამისი თანხა.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები