სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ დამატებით ღონისძიებათა შესახებ

  • Word
სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ დამატებით ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/01/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 15/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
23
15/01/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 15/01/2009
000000000.00(0).000.000000
სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №23

2009 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ დამატებით ღონისძიებათა შესახებ

1. სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:

ა) „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საკრედიტო რესურსად გამოყოს 15 000 000 ლარი და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად გააფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულება შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“ სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის მიზნით. საბიუჯეტო სესხის დაბრუნების საბოლოო ვადად განისაზღვროს 2024 წლის 31 დეკემბერი, სესხის სარგებლის განაკვეთად წლიური 7 პროცენტი, სესხით სარგებლობის 3-წლიანი შეღავათიანი პერიოდით (სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის გადახდა დაიწყება ამ პერიოდის დასრულების შემდეგ);

ბ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ ფინანსურ გეგმაში.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ამ განკარგულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრები გადაურიცხოს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელებას.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი უზრუნველყონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ა. ხეთაგურმა.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                   გ. მგალობლიშვილი