სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/01/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 12/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2
12/01/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 12/01/2009
000000000.00(0).000.000000
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2

2009 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 12 027 586 (თორმეტი მილიონ ოცდაშვიდი ათას ხუთას ოთხმოცდაექვსი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ტირიფონი-სალთვისის საირიგაციო სისტემის სატუმბი სადგურის მშენებლობისათვის – 5 542 540 (ხუთი მილიონ ხუთას ორმოცდაორი ათას ხუთას ორმოცი) ლარი;

ბ) ქ. გორში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გზების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გარე ქსელების მშენებლობისათვის – 2 485 046 (ორი მილიონ ოთხას ოთხმოცდახუთი ათას ორმოცდაექვსი) ლარი;

გ) გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებებისათვის – 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი.

2. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციას დაემატოს ორგანიზაციული კოდი „23 17 – სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების უზრუნველსაყოფად შესყიდვები განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                   გ. მგალობლიშვილი