დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.130.016080 |
3
24/01/2014
ვებგვერდი, 30/01/2014
010250020.35.130.016080
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საჩხერის მუნიციპალიტეტი
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება, ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №5 დადგენილებით (სსმ, 08/04/2013; სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016065) დამტკიცებულ, საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში და ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 20 თებერვლიდან.
|
|
დანართი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი
|
ეს წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს.
|
თავი I
სოციალური დახმარების სახეები |
მუხლი 1.
სოციალური დახმარების სახეები
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი ფულადი სოციალური დახმარებები:
|
ა)
ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები;
|
ბ)
უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები;
|
გ)
ავადმყოფთა სოციალური დაცვა; |
დ)
სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება;
|
ე)
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;
|
ვ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა;
|
ზ)
ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები;
|
თ)
მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა;
|
ი)
უმუშევართა სოციალური დაცვა;
|
კ)
სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა; |
ლ)
საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
|
თავი II
ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი |
მუხლი 2.
ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები
|
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით:
|
ა)
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სარიტუალო მომსახურება;
|
ბ)
ავღანეთის ომის მონაწილეთა სარიტუალო მომსახურება; |
გ)
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა სარიტუალო მომსახურება.
|
2.
დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
|
ა)
წერილობითი განცხადება;
|
ბ)
დაღუპული ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
|
გ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
|
დ)
ვეტერანის მოწმობის ასლი;
|
ე)
ქორწინობის მოწმობის (ასლი) ან შვილის დაბადების მოწმობა.
|
მუხლი 3.
უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები
|
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება დევნილი და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
|
2.
მიმღები და თანხის განკარგვაზე პასუხისმგებელი პირია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ან მათ მიერ წარმოდგენილი პირი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს:
|
ა)
წერილობითი განცხადება; |
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
|
გ)
უპატრონო მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
|
დ)
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ან/და საკრებულოს წევრის შუამდგომლობა; |
ე)
დევნილის მოწმობის ასლი.
|
მუხლი 4.
ავადმყოფთა სოციალური დაცვა
|
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება შემდეგი სახის მძიმე ავადმყოფებზე არა უმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით:
|
ა)
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს გულის ქრონიკული უკმარისობის I ბ-IV ხარისხით;
|
ბ)
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რომლის დროსაც რეკომენდირებულია აუცილებელი ინტერვენციული ჩარევები (ოპერაციები გულზე, სტენტირება, რითმის წამყვანის- ,,პეისმეიკერის“, გულშიდა დეიფიბილატორის იმპლანტაცია);
|
გ)
სასუნთქი სისტემის დაავადებები II-III ხარისხის უკმარისობით;
|
დ)
თირკმლის ქრონიკული დაავადებები II-V სტადია;
|
ე)
ონკოლოგიური დაავადებები II-IV კლინიკური ჯგუფი ან/და, რომლებიც საჭიროებენ თერაპიულ (ქიმიოთერაპიული, ჰომოთერაპიული, სხივურითერაპიული და პალიატიური) მკურნალობას;
|
ვ)
ონკოჰემატოლოგიური დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ თერაპიულ (ქიმიოთერაპიულ, ჰორმონოთერაპიული, სხივურითერაპიული და პალიატიური) მკურნალობას;
|
ზ)
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს;
|
თ)
ქრონიკული ჰეპატიტი ,,B” ან ,,C”;
|
ი)
ღვიძლის ცეროზი;
|
კ)
ეპილეფსია;
|
ლ)
სხვა სიცოცხლისათვის საშიში მძიმე დაავადებები
; |
მ)
ავადმყოფებს, რომლებსაც ესაჭიროებათ დიალეზი დაენიშნოთ ყოველთვიური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
|
ნ)
ლეიკემიით დაავადებულ 16 წლამდე მოზარდებს დაენიშნოთ ყოველთვიური დახმარება 200 (ორასი ლარის) ოდენობით
|
2.
ავადმყოფებზე, რომელთა სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია დაავადებები, რომლებიც არაა განსაზღვრული ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება 50(ორმოცდაათი) ლარი.
|
3.
ავადმყოფებზე, რომელთა სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ესაჭიროება ოპერაცია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
|
4.
ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
|
ა)
წერილობითი განცხადება; |
ბ)
განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
|
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); |
დ)
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ან/და საკრებულოს წევრის შუამდგომლობა მხოლოდ მე-4 მუხლის მერე პუნქტით გათვალისწინებულ ავადმყოფებზე.
|
ე)
თანხის მიმღები პირის პირადობის მოწმობის ასლი.
|
მუხლი 5.
სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა ერთჯერადად
|
1.
სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე შემდეგი კატეგორიების მიხედვით: |
ა)
ხანძრის შედეგად ნაწილობრივ დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; |
ბ)
ხანძრის შედეგად მთლიანად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; |
გ)
ხანძრის შედეგად დაზიანებული დამხმარე ნაგებობის დაზიანების შემთხვევაში 200 (ორასი) ლარის ოდენობით; |
დ)
რაიმე დაავადების შედეგად მასობრივად გაწყვეტილი პირუტყვის მეპატრონის ოჯახზე 100 (ასი) ლარის ოდენობით; |
ე)
მეწყერის ან სხვა რაიმე ბუნებრივი სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
|
2.
სხვა რაიმე სტიქიური უბედურების შედეგად მცირედით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
|
3.
სტიქიით დაზარალებულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: |
ა)
წერილობითი განცხადება;
|
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
|
გ)
სტიქიური მოვლენის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; |
დ)
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ან/და საკრებულოს წევრის შუამდგომლობა;
|
ე)
ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
|
4.
დახმარება ოჯახზე გაიცემა წელიწადში ერთჯერადად.
|
მუხლი 6.
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
|
1.
კომისიის მიერ მიჩნეულ განსაკუთრებულად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ოჯახებზე ერთჯერადად წელიწადში 200 (ორასი) ლარის ოდენობით. |
2.
მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში 200 (ორასი), მეოთხე შვილის 300 (სამასი) მეხუთე და ყოველ მომდევნო შვილზე 500 ლარის ოდენობით.
|
3.
დაბალშემოსავლიან ოჯახებზე დახმარება ერთჯერადად წელიწადში 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
|
4.
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია: |
ა)
წერილობითი განცხადება;
|
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
|
გ)
ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები); |
დ)
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ან/და საკრებულოს წევრის შუამდგომლობა გარდა მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.
|
5.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს (100 წელი და ზევით) დახმარება მიეცემათ ერთჯერადად თანხის ოდენობა შეადგენს 100 (ასი) ლარს.
|
6.
ხანდაზმულმა ან მისი ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
|
ა)
წერილობითი განხადება;
|
ბ)
პირადობის მოწმობის დამადასტურებლი ქსეროასლი.
|
მუხლი 7.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა
|
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, ერთჯერადად წელიწადში. |
2.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
|
ა)
წერილობითი განცხადება;
|
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
|
გ)
შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან);
|
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); |
ე)
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ან/და საკრებულოს წევრის შუამდგომლობა.
|
მუხლი 8.
ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები
|
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება ერთჯერადად მიეცემათ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა ოჯახებს: |
ა)
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100 (ას) ლარს;
|
ბ)
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილე, ომის შემდეგ გარდაცვლილთა ოჯახებს, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100 (ას) ლარს.
|
2.
დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
|
ა)
წერილობითი განცხადება;
|
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
|
გ)
გარდაცვილის ვეტერანობის მოწმობის ქსეროასლი;
|
დ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი.
|
3.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა:
|
ა)
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს;
|
ბ)
ავღანეთის ომის მონაწილეებს;
|
გ)
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს; |
დ)
თანხის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.
|
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 9 მაისს მიიღებს ერთჯერად დახმარებას 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
|
5.
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:
|
ა)
წერილობითი განცხადება;
|
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
|
გ)
ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
|
მუხლი 9.
მარჩენალ დაკარგულ პირთა სოციალური დაცვა |
1.
მარჩენალ დაკარგულ პირებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 150 (ასორმოცდაათ) ლარს.
|
2.
მარტოხელა პენსიონრებზე, რომელთაც არა ჰყავთ შვილი, შვილიშვილი ან კანონით გათვალისწინებული მარჩენალი გაეწევა დახმარება ერთჯერადად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
|
3.
კანონის წესით მიჩნეული მარტოხელა დედებს გაეწევა დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთჯერადად. |
4.
მარჩენალდაკარგულმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
|
ა)
წერილობითი განცხადება; |
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
|
გ)
ცნობა მარჩენალის გარდაცვალების შესახებ;
|
დ)
ცნობა მარტოხელობის შესახებ, რომელიც გაცემულია შესაბამისი ორგანოს მიერ; |
ე)
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ან/და საკრებულოს წევრის შუამდგომლობა.
|
მუხლი 10.
უმუშევართა სოციალური დაცვა
|
1.
ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ის ოჯახები, რომელნიც ამ წესში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან და დახმარების თხოვნის მომენტში ოჯახის წევრები არ მუშაობენ და განიცდიან უკიდურეს გაჭირვებას.
|
2.
დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
|
ა)
წერილობითი განცხადება;
|
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; |
გ)
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა ან/და საკრებულოს წევრის შუამდგომლობა.
|
3.
დახმარება გაიცემა ერთჯერადად. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 50 (ორმოცდაათ) ლარს.
|
მუხლი 11.
სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა.
|
1.
,,შრომის კოდექსით“ გათვალისწინებულ სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
|
2.
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
|
ა)
წერილობითი განცხადება;
|
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
|
გ)
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ან/და საკრებულოს წევრის შუამდგომლობა.
|
მუხლი 12.
საცხოვრებლით უზრუნველყოფა |
1.
დახმარებები ნატურალური ფორმით, როგორიცაა დროებითი ან გრძელვადიანი გადახდებით უზრუნველყოფა, რომლებიც დაკავშირებულია ბინის დაქირავებასთან, ბინათმფლობელთა მიმდინარე ხარჯებთან, ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით (ძირითადი თანხისა და პროცენტის დაფარვა). იაფი ან საზოგადოებრივი სახის საცხოვრებლით, თავშესაფრით უზრუნველყოფა. თანხის რაოდენობა განისაზღვროს მაქსიმალური 130 (ასოცდაათი) ლარის ოდენობით.
|
2.
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:
|
ა)
წერილობითი განცხადება;
|
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
|
გ)
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ან/და საკრებულოს წევრის შუამდგომლობა; |
დ)
ხელშეკრულება ქირავნობის შესახებ ნოტარიუსის მიერ დამოწმებული, სადაც იქნება თანხის რაოდენობა მითითებული (ასლი);
|
ე)
ცნობა ბანკიდან ანგარიშის შესახებ.
|
თავი III
სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება |
მუხლი 13.
ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა |
1.
სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს საჩხერის მუნიციპალიტეტს. |
2.
მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას. |
3.
მუნიციპალიტეტში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნისა და რეკომენდაციის მოსამზადებლად ეგზავნება საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახურს, რომელიც მიაწოდებს მასალებს განსახილველად შესაბამის კომისიას.
|
მუხლი 14.
კომისია |
1.
შემოსულ განცხადებებს განიხილავს კომისია, რომელსაც ქმნის, მის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს ნიშნავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
|
2.
კომისიის შემადგენლობა გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა.
|
3.
კომისია იკრიბება თვეში ორჯერ მაინც და ამზადებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს გამგებელთან წარსადგენად.
|
4.
კომისია სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
|
5.
სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე.
|
მუხლი 15.
კომისიის სხდომის ოქმები |
1.
კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
|
2.
კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით, აისახება ამ ოქმში.
|
3.
კომისიის ოქმი სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე.
|
4.
კომისიის შეხვედრის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. |
მუხლი 16.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
|
1.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი. სოციალურ საკითხთა სამსახურის, კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
|
2.
გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს კომისიის დასკვნის გარეშეც. გამგებლის მიმართვის საფუძველზე განსხვავებული თანხის ოდენობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით ან/და მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
|
მუხლი 17.
დახმარების გაცემა |
1.
საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში. |
2.
თანხა გაიცემა ნაღდი ან უნაღდო (დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე) ანგარიშსწორებით. |
თავი IV
დასკვნითი დებულებანი |
მუხლი 18.
წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა |
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები