დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370020000.35.159.016137 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/01/2014 - 02/03/2015)
|
მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს „მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართი №1-ის მიხედვით. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ მარნეულის ტერიტორიის ზონირება დანართი №1-ის მიხედვით. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 ოქტომბრის №21 დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“.( ვებგვერდი, 06/11/2013, სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.159.016128) |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
1.
სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG x IMG x C x K, სადაც: |
ა)
CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; |
ბ)
IMG – არის ქ. მარნეულის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,52-ს; |
გ)
ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც: |
გ.ა)
ცენტრალური ზონისათვის უდრის 1,3-ს; |
გ.ბ)
შუალედური ზონისათვის – 1-ს; |
გ.გ)
პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს; |
დ)
C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; |
ე)
K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 160-ს. |
2.
პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
სოფლებში და დასახლებათა შორის არეალში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ მარნეულის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ით და შეადგინოს – 5,9904 ლარი. |
4.
,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ მარნეულის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 125%-ით, რომელიც შეადგენს 24,96 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 პუნქტით დადგენილი ფასი. |
5.
,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ მარნეულის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 50%-ით, რომელიც შეადგენს 9,984 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 პუნქტით დადგენილი ფასი. |
დანართი №2
|
ქალაქ მარნეულის ტერიტორიის ზონირება
|
| |||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები