დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკიდან“ გამოსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 818 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 21/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №818
2007 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკიდან“ გამოსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების შესახებ
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებათა შედეგად შპს „ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკიდან გამოსახლებულ დევნილებს, რომლებმაც უარი განაცხადეს საკომპენსაციო თანხის მიღებაზე, განსახლებამდე აუნაზღაურდეთ საცხოვრებელი ფართობის დასაქირავებელი ხარჯები დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (კ. სუბელიანი) წლიური საბიუჯეტო კანონით „ დევნილთა დახმარების ფონდისათვის“ დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დანართი
ყოველთვიური ხარჯი
ნათელა მარინა გივი მანანა რუსუდან თენგიზ
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები