დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საპრივატიზებო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 229 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 07/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №229
2013 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
საპრივატიზებო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, ფიზიკურ პირ ბადურ ხარაულს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფიზიკურ პირ ბადურ ხარაულს შორის 2012 წლის 28 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1.5 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადად განუსაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ (სს „ქიმბოჭკოს“ მიმართ გაკოტრების საქმე) ქ.რუსთავში, მშვიდობის ქ. №12-ში დაკავებული ფართის გამოთავისუფლებიდან 6 (ექვსი) თვე.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები