,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 10 იანვრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 10 იანვრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/01/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016103
2
24/01/2014
ვებგვერდი, 28/01/2014
010250050.35.120.016103
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 10 იანვრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №2

2014 წლის 24 იანვარი

ქ. სამტრედია

 

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 10 იანვრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის,  43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების  შესახებ”  სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 10 იანვრის №25 დადგენილებაში   შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) მთავარი სპეციალისტი (საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში).“.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 84 მუხლი:

„მუხლი 84. მთავარი სპეციალისტი (საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში)

მთავარი სპეციალისტი (საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში):

ა) შეიმუშავებს გენდერული თანასწორობისაკენ მიმართულ სპეციალური პროგრამებისა და ღონისძიებების პროქტებს;

ბ)  მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისკენ, ასევე სოციალური სფეროს განვითარებისაკენ მიმართულ ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამებში გენდერული თანასწორობის უზრუნველმყოფი ღონისძიებების ჩართვის შესახებ შეიმუშავებს წინადადებებს;

გ) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტებზე ექსპერტიზას  გენდერული თანასწორობის დაცვისა და უზრუნველყოფის მიზნით;

დ) ამზადებს წინადადებებს საკრებულოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარების შესახებ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით;

ე) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობის პროცესში ,,გენდერული თანასწორების შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების მიზნით ასრულებს სხვა ქმედებებს.“.

3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სტრუქტურა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სტრუქტურა

1. აპარატის უფროსი;

2. მთავარი სპეციალისტი (საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე);

3. მთავარი სპეციალისტი (საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში);

4. მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;

5. მთავარი სპეციალისტი (სპეციალისტები) საორგანიზაციო საკითხებში;

6. წამყვანი სპეციალისტი (სპეციალისტები) საორგანიზაციო საკითხებში;

7. უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები) საორგანიზაციო საკითხებში;

8. სპეციალისტი (სპეციალისტები) საორგანიზაციო საკითხებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეემზარ შუბლაძე