დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 226 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 01/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №226
2013 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე‑5 მუხლის მე‑3 პუნქტის შესაბამისად:
ა) მიეცეს თანხმობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ შპს „GD Catering“‑ს იჯარის ფორმით გადასცეს ქ.თბილისში, ჩიტაძის ქ. №4–ში მდებარე №10‑11 შენობა‑ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 307,62 კვ.მ ფართობიდან 214,35 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის საკადასტრო კოდი №01.15.05.061.018);
ბ) ყოველი თვის საიჯარო ქირა განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით;
გ) უზრუნველყოფილ იქნეს დახურული კვების ობიექტის მოწყობა.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ‑მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები