,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 11/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016221
4
27/01/2014
ვებგვერდი, 31/01/2014
010250020.35.162.016221
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №4

2014 წლის 27 იანვარი

ქ. ახმეტა

 

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 05/04/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016121) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 12. გამგებელი

1. გამგებელს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. გამგებელი დადგენილი წესით:

ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს:

ა.ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;

ა.ბ) გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა აღწერილობებს;

ა.გ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა.დ) გამგეობის სამუშაო გეგმებს;

ა.ე) გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

ა.ვ) ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტს, აგრეთვე წინადადებებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე თანხმობის მიღების მიზნით;

ა.ზ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშს;

ა.თ) მუნიციპალური პროგრამების პროექტებს;

ა.ი) ადგილობრივი გადასახადისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებსა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს;

  ა.კ) ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე წინადადებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა.ლ) ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა.მ) მუნიციპალურ მართვაში არსებული საწარმოების კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, მათ შორის ამ ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ წინადადებებს;

ა.ნ) სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შექმნის, მათი წესდებების დამტკიცების, წესდებებში ცვლილების შეტანის, რეორგანიზაციის ან/და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებს, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

  ა.ო) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზების საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა.პ) ადგილობრივი მნიშვნელობის ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;

 ა.ჟ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან/და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებებს;

ბ) უშუალოდ ხელმძღვანელობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და შესრულებას;

გ) საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის გათვალისწინებით, კოორდინირებულად საქმიანობს საკრებულოს თავმჯდომარესთან; საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ნორმატიული აქტების საკრებულოში ინიციირების მიზნით წარუდგენს მას ნორმატიული აქტების პროექტებს;

დ) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებისა და დავალებების შესრულებას;

ე) საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობისა და თვითმმართველი ერთეულის ინტერესების გათვალისწინებით, ქმნის სამუშაო ჯგუფებს;

ვ) საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ ხელშეკრულებების პროექტებს;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს მშენებლობის ნებართვებს, გამოსცემს მშენებლობის ნებართვის სტადიებთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ინფორმაციას აწვდის საკრებულოს თავმჯდომარეს გამგეობის საქმიანობის შესახებ;

ი) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;

კ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა მოსამსახურეებს;

ლ) დებს შრომით ხელშეკრულებებს გამგეობის დამხმარე მოსამსახურეებთან;

მ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ნ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებებისა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების შესრულებას;

ო) იწვევს და ხელმძღვანელობს გამგეობის თათბირებს;

პ) ხელს აწერს ოფიციალურ დოკუმენტებს გამგეობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; ახორციელებს გამგეობის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთიერთობისას;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს ;

რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. გამგებლის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, თანამდებობიდან მისი გადადგომის ან გათავისუფლების შემთხვევაში გამგებლის მოვალეობას, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე.“.

2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ამ დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით იმერლიშვილი