დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ა. დიდებულიძის საქართველოს პარლამენტის წევრის ნ. გრიგალაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონის პროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 766 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 05/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №766
2007 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
ა. დიდებულიძის საქართველოს პარლამენტის წევრის ნ. გრიგალაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონის პროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრის ნ. გრიგალაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე დიდებულიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
ვიცე-პრემიერი გ. ბარამიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები