„მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 08 ოქტომბრის N12/2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 08 ოქტომბრის N12/2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/01/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 24/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.159.016134
4
23/01/2014
ვებგვერდი, 30/01/2014
010250040.35.159.016134
„მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 08 ოქტომბრის N12/2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2014 წლის 23 იანვარი

ქ. მარნეული

 

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ოქტომბრის №12/2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ" ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების  შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ოქტომბრის №12/2 დადგენილებაში. (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების რეესტრი, სსმ 43, 25.10.2010 წელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.159.016002).
1. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) დასახლებებში გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, გარე განათების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვას, მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას და ზედამხედველობას თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირებას.“

2. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დაფინანსებული ახალი მშენებლობების ორგანიზებას და მართვას.“

3. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, სანიაღვრე მეურნეობის, ტროტუარების, გვირაბების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებას, ექსპლოატაციას და მონიტორინგს."

4. ამოღებულ იქნეს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი;
5. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დაკვეთით წარმოებული სარეაბილიტაციო, სარემონტო, სარეკონსტრუქციო და ინფრასტრუქტურული მშენებლობების სამუშაოებზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების და მათში შემავალი დოკუმენტების პირობების შესრულების ინსპექტირება-კონტროლს, შესასრულებელი ან შესრულებული სამუშაოების მოცულობის, გარანტიის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლის, ზედამხედველობის განხორციელებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებას, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირებას.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეისპანდიარ ქერიმოვი