„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 23/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016079
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
23/01/2014
ვებგვერდი, 27/01/2014
300380000.16.009.016079
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/01/2014 - 06/02/2014)

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №3

2014 წლის 23 იანვარი

ქ. ქუთაისი

 

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ (სსმ, III, 16.07.2009, №87, მუხ. 933) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე- 9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მომხმარებელს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით, გარდა განაწილების ლიცენზიატისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება დაეკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი.

2. მე-10 მუხლის;
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

​„5. ქვითარში მითითებული უნდა იყოს დარიცხული თანხის გადახდის ვადა, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური (სამომხმარებლო ტარიფი ან ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასი) ერთ კუბურ მეტრზე, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა კუბური მეტრებში და ღირებულება, ასევე, მომხმარებელზე დარიცხული თანხა მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის წილობრივი და მათი ჯამური მაჩვენებლით, მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის საბანკო ანგარიშები და ადგილი (დაწესებულება), სადაც შესაძლებელია მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე, აგრეთვე, მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურების ნომრები, ხოლო ქვითრის მეორე მხარეს დამატებით დატანილი უნდა იყოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

 „51. ამ წესების შესაბამისად, ქვითარი შეიძლება მომხმარებელს მიეწოდოს ბეჭდური ან მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში ელექტრონული ფორმით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ელ.ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებითა და ფორმატში). ელექტრონულ ქვითარში მითითებული უნდა იყოს დარიცხული თანხის გადახდის ვადა, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური (სამომხმარებლო ტარიფი ან ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასი) ერთ კუბურ მეტრზე, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა კუბურ მეტრებში, მისი ღირებულება და მომხმარებელზე დარიცხული სრული თანხა. ამასთან, ელექტრონული ფორმით ქვითრის მიწოდების შეთანხმებაში, უნდა განისაზღვროს:

ა)  ელექტრონული ფორმით ქვითრის მიღების მინიმუმ ორი საშუალება (შესაძლებელია მხარეთა შეთანხმება, ქვითრის მიღების ძირითად და ალტერნატიულ ნომრებზე ან/და ელექტრონულ მისამართებზე);

ბ) ელექტრონული ფორმით ქვითრის გამომგზავნის დასახელება, ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მექანიზმები და საშუალება;

დ) ინფორმაციის ურთიერთგაცვლის (მათ შორის, ქვითრის გამომგზავნის/მიმღების) საშუალების, ნომრის ან/და ელექტრონული მისამართის შეცვლის შესახებ შეტყობინების პირობები;

ე) ადგილი (დაწესებულება), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე;

ვ) სხვა პირობები და გარემოებები.“.

3. 191. მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შესაბამისი განაცხადის მიღების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს,  ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთება და ამ ახალი მომხმარებლის საცხოვრებელ სადგომში ბუნებრივი გაზის მიღების ერთი წერტილის მოწყობა (ამ მომხმარებლის მიერ მითითებულ ადგილზე). აღნიშნულის შესასრულებლად, განაწილების ლიცენზიატი უზრუნველყოფს, ყველა საჭირო სამუშაოსა და ხარჯს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს), მათ შორის, გამანაწილებელი ქსელის გაყვანას, საშუალებების შეძენას, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს, მის შესრულებასთან დაკავშირებულ თანხმობის ან ნებართვის მოპოვებას და ყველა სახის საჭირო მოქმედებასა და სამუშაოს (ქსელის მშენებლობის აღრიცხვიანობის მოწყობის, საცხოვრებელ სადგომში ბუნებრივი გაზის მიღების ერთი წერტილის მოწყობისა და ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების ჩათვლით). ბუნებრივი გაზის მიღების ერთზე მეტი წერტილის მოწყობა ამ მუხლით არ რეგულირდება და წარმოადგენს დამოუკიდებელ მოთხოვნას. მიერთების შედეგად შექმნილი გამანაწილებელი ქსელი (მათ შორის, აღრიცხვის კვანძი და სხვა საშუალებები) წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის საკუთრებას. ხოლო, მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიიდან, ბუნებრივი გაზის მიღების წერტილის ჩათვლით ქსელი (შიდა ქსელი) წარმოადგენს მომხმარებლის საკუთრებას.“.

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, ვალდებულია გადაიხადოს, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური (დღგ-ის ჩათვლით), საცხოვრებელი სადგომის ერთ წერტილში ბუნებრივი გაზის მიღების შემდეგ, მისი არჩევანითა და ქვემოთ მოცემული პირობებით:

ა) ფაქტობრივი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, არაუმეტეს 600 ლარისა - ერთჯერადად;

ბ) განწილვადებული 24 თვის განმავლომაში, ყოველთვიურად 25 ლარის ოდენობით.”;

გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაოს და მომსახურების ღირებულება, ასევე, ახლად შექმნილი ქონება (ფინანსური და ტექნიკური მაჩვენებლებისა და პარამეტრების მითითებით) ცალ-ცალკე ახალი მომხმარებლების (წნევის და მოცულობების) მიხედვით და ჯამურად. ასევე განცალკევებულად უნდა აღირიცხოს, მიერთების შედეგად შექმნილი გამანაწილებელი ქსელი (მათ შორის, აღრიცხვის კვანძი და სხვა საშუალებები)  და  შიდა ქსელი (მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიიდან, ბუნებრივი გაზის მიღების წერტილის ჩათვლით ქსელი).“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიმაია ნადირაძე
კომისიის წევრისერგო მესხი
კომისიის წევრიგოჩა შონია