საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 326
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 29/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
326
29/07/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 29/07/2005
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება №326

2005 წლის 29 ივლისი

. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საქარ­თველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანო­ნით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 216 800 (ორას თექვსმეტი ათას რვაასი) ლარი, მათ შორის:

ა) №1 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს გამოეყოს 29 000 (ოცდაცხრა ათასი) ლარი;

ბ) №2 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყოს 38 600 (ოცდათვრამეტი ათას ექვსასი) ლარი;

გ) №3 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 56 200 (ორმოცდათექვსმეტი ათას ორასი) ლარი;

დ) №4 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოს 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

ე) №5 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოს 36 600 (ოცდა-თექვსმეტი ათას ექვსასი)  ლარი;

ვ) №6 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოს 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

ზ) №7 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოეყოს 1 400 (ერთი ათას ოთხასი) ლარი;

თ) №8 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს კონტროლის პალატას გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;

ი) №9 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოეყოს 5 200 (ხუთი ათას ორასი) ლარი;

კ) №10 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს პარლამენტს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;

ლ) №11 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყოს 2 400 (ორი ათას ოთხასი) ლარი;

მ) №12 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოეყოს 3 000 (სამი ათასი) ლარი;

ნ) №13 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოეყოს 1 200 (ერთი ათას ორასი) ლარი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                       ზ. ნოღაიდელი

დანართები არ ქვეყნდება.