დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციის მშენებლობისა და აღჭურვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 325 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/07/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 29/07/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №325
2005 წლის 29 ივლისი
ქ. თბილისი
ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციის მშენებლობისა და აღჭურვის შესახებ
სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციის მშენებლობისა და აღჭურვის მიზნით:
1. ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციის მშენებლობის ადგილად განისაზღვროს ქ. ზუგდიდი, სოხუმის ქ. №2.
2. შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფის“ მიერ ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციის მშენებლობისა და აღჭურვის დამკვეთის ფუნქციის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტომ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელონ სათანადო ღონისძიებანი, მათ შორის ხელი შეუწყონ შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფას“, რომ შეისყიდოს მშენებლობისათვის საჭირო მიმდებარე მიწის ნაკვეთები.
3. დამტკიცდეს „ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციის მშენებლობისა და აღჭურვის“ თანდართული საპროექტო დავალება.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დანართები არ ქვეყნდება.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები