დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 304 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/07/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 15/07/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №304
2005 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ
1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად მიღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლე-ლი კომისიის წინადადება და განხორციელდეს:
ა) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების „ჟინერის“, „ზაჰესის“ და სააქციო საზოგადოებების „გუმათის ჰესების კასკადის“, „საქრუსენერგოსა“ და „ა. ძოწენიძის სახელობის ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს“ მიმართ რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაცია;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 29 ოქტომბრის №1123 განკარგულების საფუძველზე სს „ბზვანისთვის“ გამოყოფილი სესხის გადაუხდელობის შედეგად 2005 წლის 1 აპრილის მდგომარეობით რიცხულ ვადაგადაცილებულ სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაცია.
2. განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის პირობები განისაზღვროს „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისი ნორმებით დანართის მიხედვით.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დანართი არ ქვეყნდება.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები