საქართველოს მთავრობის 2005 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის 2005 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/01/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 31/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
10
31/01/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 31/01/2005
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის 2005 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 10

2005 წლის 31 იანვარი

. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2005 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის 48-ე მუხლის შესაბამისად:

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის გ.ხუროშვილის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ 2004 წლის III-IV კვარტალებში გაწეული კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და მისი შემდგომი სრულყოფის შესახებ.

2. დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის 2005 წლის  გეგმა და გადაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს განსახილველად.

3. საქართველოს კანონთა პროექტების მომზადება განისაზღვროს საქართველოს სამინისტროების საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად.

4. საქართველოს სამინისტროებმა უზრუნველყონ:

ა) გეგმით გათვალისწინებული კანონთა პროექტების მომზადება და საქართველოს მთავრობის კანცელარიაში წარმოდგენა საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დად-გენილი წესის მიხედვით;

ბ) საქართველოს პარლამენტიდან შემოსული კანონპროექტების შესახებ დასკვნების მომზადება და საქართველოს მთავრობის კანცელარიაში წარმოდგენა 7 დღეში.

ამ ვადაში დასკვნის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კანონპროექტი სამინისტროს ჩაეთვლება მოწონებულად.

5. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ (პ.მამრაძე) 10 დღეში წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2004 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივ­ლისის №57 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტში ასახვის თაობაზე.

6. საქართველოს საკანონმდებლო აქტების გარდამავალი დებულებებითა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით გათვალისწინებულ შესაბამის დავალებათა დროულად შესრულებისათვის მინისტრებმა პირადი კონტროლი დაუწესონ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტას და სათანადო ინფორმაცია წარმოუდგინონ საქართველოს მთავრობის კანცელარიას.

7. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გ. ხუროშვილმა.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ჟვანია

დანართები არ ქვეყნდება.