საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 749
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 28/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
749
28/11/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 28/11/2007
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 749

2007 წლის 28 ნოემბერი

. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

1. სოციალურად დაუცველი ოჯახების (აბონენტების) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების კომ­პენ­საციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ საქარ­თველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის 116 დად­გენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა სრულ­ყო­ფი­ლად განხორციელების მიზნით:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილა­უ­რი) და ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისას უზრუნველ­ყონ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებებში ამ მიზნით 253 399 (ორას ორმოცდაცამეტი ათას სამას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარის გათვალისწინება;

ბ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნ­ველ­ყოს აღნიშნული თანხის შესაბამისი კომპანიებისათვის ანაზღაურება.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი              ვ. გურგენიძე