„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მაისის №254 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 748
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 28/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
748
28/11/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 28/11/2007
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მაისის №254 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №748

2007 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მაისის №254 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქარ­თველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა­თვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2007 წლის 24 მა­ისის №254 განკარგულებაში შეტა­ნილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები და განკარგულებას დაემატოს 11 და 12 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„11. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ღო­ნის­ძიებებთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურე­ბისა და სა­ქონლის სახელმწიფო შესყიდვა განახორციე­ლოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქ­ვეუწყებო დაწესებულებამ – ტურიზ­მისა და კურორტების დეპარ­ტამენტმა.

12. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გან­კარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ღონისძიებათა შეზ­ღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით საქარ­თველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა შესაბამისი შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი            ვ. გურგენიძე