დიდი ლიახვის სოფელ ხეითისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის ელექტროენერგიით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
დიდი ლიახვის სოფელ ხეითისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის ელექტროენერგიით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 747
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 28/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
747
28/11/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 28/11/2007
000000000.00(0).000.000000
დიდი ლიახვის სოფელ ხეითისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის ელექტროენერგიით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №747

2007 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

დიდი ლიახვის სოფელ ხეითისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის ელექტროენერგიით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

დიდი ლიახვის სოფელ ხეითში ცხინვალიდან დევნილე­ბისათვის 2007 წლის ოქტომბერში აშენდა კომპაქტური დასახ­ლება (5 კოტეჯი 200 ოჯახზე), რომელსაც ელექტროენერგია მიეწოდება „კეხვიჰესის“ ქვესადგურიდან. არსებული 10 კვ ელექ­ტროგადამცემი ხაზი და ქვესადგურის სიმძლავრე ვერ უზრუნ­ველყოფს ზემოაღნიშნული დასახლებისათვის ელექტროენერგიის უწყვეტ და საიმედო მომარაგებას. პრობლემის გადაჭრისათვის საჭიროა აშენდეს „კეხვიჰესის“ ქვესადგურიდან 4 კმ-მდე სი­გრძის 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზი სოფ. ხეითამდე 10/0,4 კვ 1000 კვა სატრანსფორმატორო პუნქტით და „კეხვიჰესში“ არსებუ­ლი 35/10 კვ 1000 კვა სიმძლავრის ძალოვანი ტრანსფორმატორი შეიცვალოს 35/10  კვ 2500 კვა სიმლავრის ძალოვანი ტრანსფორ­მატორით.

მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში ცხინვალის დე-ფაქ­ტო ხე­ლისუფლებამ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. დვანს შეუწყვიტა ელექ­ტროენერგიის მიწოდება. ელექტროენერგიის მიწოდების აღდ­გენა სოფელ დვანისათვის შესაძლებელია ქარელის რაი­ონიდან 3,5 კმ სი­გრძის 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზის აშე­ნებით.

აღნიშნულ სამუშაოთა საორიენტაციო ღირებულება შეად­გენს 350 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

შესაბამისად, დიდი ლიახვის სოფ. ხეითისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. დვანის ელექტროენერგიით მომარაგების უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფის მიზნით:

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთგური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებების ფა­რგ­­ლებში უზრუნველყოს 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარის გამოყოფა და სათანადო საპროექტო-სამშენებლო სამუ­შაოების შესყიდვა.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ განკარგულების პირველი პუნქტის უმოკლეს ვადებში შესასრულებლად სათა­ნადო სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება უზრუნველყოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სს „ენერგო-პრო ჯო­რ­ჯიასთან“.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს ამ განკარგულების შესაბამისად აშენებული ობიექტების განკარგვის კანონმდებლობით გათვა­ლის­წინებულ ღონის­ძიებათა განხორცი­ელე­ბა.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ვ. გურგენიძე