„სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 23/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 17/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 310040000.08.002.016912
25
23/01/2014
ვებგვერდი, 24/01/2014
310040000.08.002.016912
„სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 
საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №25

2014 წლის 23 იანვარი

ქ.თბილისი

„სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 ბრძანებულებაში (სსმ III, 1999 წ., №27(34), მუხ. 493) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნის შესახებ“.

2.  ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-2 პუნქტი.
3. ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურის ნუსხა“.
მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2013 წლის 17 დეკემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი