ელექტროენერგეტიკის სექტორში ფინანსური გაჯანსაღების ღონისძიებათა სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

  • Word
ელექტროენერგეტიკის სექტორში ფინანსური გაჯანსაღების ღონისძიებათა სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 179
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 08/05/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
179
08/05/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 08/05/2005
000000000.00(0).000.000000
ელექტროენერგეტიკის სექტორში ფინანსური გაჯანსაღების ღონისძიებათა სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №179

2005 წლის 8 მაისი

. თბილისი

ელექტროენერგეტიკის სექტორში ფინანსური გაჯანსაღების ღონისძიებათა სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საქართველოს ელექტროენერგეტიკის სისტემის მდგრადობის შენარჩუნებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სს „საქრუსენერგოს საიმედო ფუნქციონირებას. აღნიშნული სა­წარ­მოს ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციისა და 2005-06 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის „კავკასიონის 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე მოსამზადებელ სარე­აბილიტაციო სამუშაოთა შეუფერხებლად განხორციელების მიზნით:

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) 2005-06 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდისათვის მზადების სამოქმედო პროგრამის შესაბამისად უმოკლეს ვადაში შეიმუ­შაოს და წარმოადგინოს კავკასიონის 500 კვ ძაბვის ელექ­ტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციის (კოდორის ხეობაში) ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი საჭირო საბიუჯეტო ასიგნებე­ბისა და დაფინანსების ვადების ჩვენებით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელა­შვილი) ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებათა საფუძველზე „საქარ­თველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლება-მოვალეობის ფარგლებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს 2005 წლის ასიგ­ნებათა ფარგლებში იმ გაანგარიშებით, რომ სს „საქ­რუსენერგოს კავკასიონის ელექტროგადამცემი ხაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოეყოს 2 მლნ ლარი, მათ შორის 950 ათასი ლარი – მიმდინარე წლის მარტში შესრულებული სამუშაოებისათვის ბანკიდან აღებული კრედიტის დასაფარავად.

3. განკარგულების მეორე პუნქტის შესაბამისად სახელ­მწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხები სს „საქრუსენერგომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასა­ხოს ძირითადი საქმიანობის ბალანსზე, როგორც მფლობელთა (სახელმწიფო) კაპიტალი.

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ელექ­ტროენერგიის საბითუმო ბაზარი შემოსავლების მობილიზაციის გასაუმჯობესებლად უზრუნველყოფს სს „საქრუსენერგოს მი­მართ რიცხული დებიტორული დავალიანების ანგარიშში ამ ორგანიზაციის მიერ 2004 წელს აღებული საბანკო სესხებისა და სახელფასო დავალიანების დაფარვას მიმდინარე წლის ბოლომდე.

5. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ენერგეტიკის სამინისტრომ.

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                ზ. ნოღაიდელი